ინტელის ძირითადი კურსი
суббота, 4 июня 2016 г.
суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის IX დღე
ბოლო დღე იყო მეტად მნიშვნელოვანი. წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები. ვისაუბრეთ საინტერესოდ როგორ წარმოვადგინოთ აუდიტორიის წინაშე ჩვენი ნამუშევარი. გავუკეთოთ კონსტრუქციული უკუკავშირი კოლეგებს.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ინტელის კურსი მეტად საინტერესო და შრომატევადია. ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობა დავგეგმო ისე,რომ უფრო საინტერესო და ეფექტური იყოს. ადრე თუ ვფიქრობდი, რომ წელიწადში სამ-ოთხ პროექტს განვახორციელებდი, კურსის მოსმენით დავრწმუნდი, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი კარგი პროექტისს განხორციელებას თუ შევძლებ. მომეწონა ბავშვების ნამუშევრების შექმნა, მაგრამ ძალიან რთული იყო შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მორგება ჩემს პროექტზე.
საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ინტელის კურსი მეტად საინტერესო და შრომატევადია. ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი მომავალი საქმიანობა დავგეგმო ისე,რომ უფრო საინტერესო და ეფექტური იყოს. ადრე თუ ვფიქრობდი, რომ წელიწადში სამ-ოთხ პროექტს განვახორციელებდი, კურსის მოსმენით დავრწმუნდი, რომ წელიწადში მხოლოდ ერთი კარგი პროექტისს განხორციელებას თუ შევძლებ. მომეწონა ბავშვების ნამუშევრების შექმნა, მაგრამ ძალიან რთული იყო შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და მორგება ჩემს პროექტზე.
ტრენინგის VIII დღე
მე-8 დღე საკმაოდ შრომატევადი იყო. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, დიფერენცირებული სწავლების ტიპები მოვარგეთ ჩვენს გეგმას. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. ბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და მოვახდინეთ ბოლო ჩასწორება ნამუშევარში. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.
ტრენინგის VII დღე
ეს დღე მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრენინგი დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების დათვალიერებით. ნამუშევრებზე მოვახდინეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისას. გავიარეთ მოდულის ხუთი და ექვსის ნაწილი. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართულობა შეფასების პროცესში.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. განვიხილეთ შეფასების ფორმები და ჩეკლისტები და დავიწყეთ მუშაობა ჩვენ შეფასების ფორებზე და ჩეკლისტებზე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავეცანით სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სეახებ მასალებს. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის ნამუშევრები.
ტრენინგის VI დღე
დავასრულეთ მესამე მოდული და ვისაუბრეთ მეოთხეზე.
*ვისაუბრეთ თუ როდის გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კოლაბორაციასა და კომუნიკაციისათვის, ასევე როგორ დაეხმარება ინტერნეტის გმოყენება მოსწავლეებს XXI საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
* დავამატეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრები და შევაფასეთ.
* დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო პროექტი.
*ვისაუბრეთ გეგმაში პროცედურების გაწერაზე.
* ვისწავლეთ გუგლდრაივის გამოყენება და ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა, რაც შრომას
მოითხოვს.
ტრენინგის V დღე
მეხუთე დღე დაიწყო საშინაო დავალების განხილვით. ვიზრუნეთ ბლოგის დიზაინზე და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. ვისაუბრეთ პროექტის პრეზენტაციაზე და შევქმენით საკუთარი . გავეცანთ რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისთვის , ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ ტექსტური რედაქტორის გამოყენებით უკუკავშირი. ვიმუშავეთ რევიუ ველში და ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)